თსუ-ში წიგნი-ალბომის „აია-სოფია, ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში“ ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისა (IAO) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მრჩეველმა კოსტას მიგდალისმა, თსუ-ის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა, თსუ-ის პროფესორმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.
წიგნი-ალბომი აერთიანებს სტატიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შოტლანდიიდან ჩინეთამდე, მდებარე 37 ისტორიული ტაძრის შესახებ, რომლებიც ღვთაებრივ სიბრძნეს უკავშირდება. გამოცემაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კონსტანტინოპოლის აია-სოფიას, მსოფლიო ქრისტიანული კულტურისა და მართლმადიდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს.
სტატიები მომზადებულია ისტორიკოსების, ბიზანტინისტების, არქიტექტორებისა და სხვა დარგის სპეციალისტების მიერ. გამოცემა უკვე თარგმნილია 15 ენაზე, ხოლო 2023 წელს ათენის აკადემიამ იგი ყოველწლიური პრემიით დააჯილდოვა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წარმომადგენლები ევროპის სხვადასხვა